Thursday, February 26, 2009






1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო რომელზეც საქარტველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეწდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პატრიოტმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს. იგი სამუდამოდ დაიმარხა და საიდუმლოდ დარჩება მომავალი თაობებისათვის, ისევე როგორც საიდუმლოდაა დარჩენილი ქოროღლის ციხის ისტორიის ამოუხსნელი დეტალები. რაც შეეხება ისტორიულ სინამდვილეს არსებობს კიდევ ქოროღლის ციხესთან დაკავშირებული ხალხური თქმულებებიც, თქმულება უძველეს ფოლკლორულ ჟანრს განეკუთვნება. იგი უმეტესწილად რეალისტური ხასიათისაა. ერთმანეთისაგან ანსხვავებენ თქმულებებს, რომლებსაც ეპოსის დონემდე მიუღწევიათ და თქმულებებს, რომლებშიც მოთხრობილია სხვადასხვა შინაარსის ამბები.
ანსხვავებენ ასევე ისტორიულ, ტოპონიმიკურ, საწესჩვეულებო, სოციალურ, ჰიდრონომულ, ეთნომიმიკურ, მუსიკალურ თქმულებებს.
თქმულება ქოროღლიზე კი რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა ტეპონიკური ხასიათისაა. იგი ამ ციხის სახელწოდების ისტორიას მოგვითხრობს და კოჯორში დიდმა თუ პატარამ, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ ზეპირად იცის.

No comments:

Post a Comment