Thursday, February 26, 2009


თურმე ქოროღლი ერთ კაცს რქმევია, ეს კაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. აზერბაიჯანულად ქორ– ბრმას ნიშნავს. ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი ,,აზეულას" ანუ კოკრის ტყისათვის შეუფარებია, ამბობენ განდევნილად ცხოვრობდა, ახლოს არავის იკარებდაო და ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი მიუდგომელი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო უკიდეგანო უსასრულობაში.
საშიშროებასთან პირდაპირ შეხვედრა გმირის ბუნებითი მისწრაფებაა. მას სხვაგვარად არ შეუძლია და ვერც წარმოუდგენია ცხოვრება. ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანი ამაყია თავისი თავის იმედი აქვს. რაფიელ ერისთავიც თავის ლექსსში ,,ქოროღლი" – სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგვითხრობს და იმ ლეგენდას გვიამბობს, როდესაც შემოიღეს თოფის წამალი

No comments:

Post a Comment