Thursday, October 26, 2017

Thursday, February 26, 2009



საქართველო მდიდარია ულამაზესი ადგილებით, ერთ–ერთ ასეთ ადგილად მიმაჩნია ჩემი საყვარელი სოფელი კოჯორი, რომელიც თბილისის სამხ. დას, თრიალეთის ქედის განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1400მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კოჯრის მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი ტყით. აქ ხარობს: მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფლი, წიფელი, ცაცხვი, თელა

სამანქანო გზის სიგრძე თბილისიდან კოჯრამდე 18 კმ–ია, ქვეითად , მოკლეზე 7–8 კმ–ია.
კოჯრის კლიმატურმა პირობებმა და ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი საკურორტო მნიშვნელობა, აქ ჰავა ზომიერად სუბტროპიკულია, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 7.4 c. იანვრის საშ. ტემპერატურა 2,6ც , აბსოლუტური მინიმუმი 2,6 გრადუსია, აბსოლუტური მაქსიმუმი 33გრ ც მზის ნათების ხანგრძლივობაა 21.სთ, ნალექქბი 875. 88 წელიწადში. სამედიცინო ჩვენება : სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავედებანი ძვალ–სახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
გავცდებით თუ არა ლეღვთახევს იწყება კოჯრის გზა. სოფელ ოქროყანის განშტოებაზე ერთი გზა მთაწმინდის პლატოსკენ მიემართება, ხოლო მეორე გზა ხევის პირს გასდევს და აღმართს მიჰყვება. პირველი სოფელი, რომელიც გზაზე შეგხვდებათ, შინდისია მოპირდაპირე მხარეს კი მოჩანს სოფელი წავკისი, უძო და მისკენ მიმავალი ბილიკი. ბოლო სოფელი ტაბახმელაა, აქ შემორჩენილია ძველთძველი ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა 1568 წელს. ამ ადგილებში თურქეთის ფაშა ჰასანთან მომხდარა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც ქართლის მეფე სიმონის გამარჯვებით დამტავრებულა. კოჯრის დასავლეთით, ტყე–ტყე გზა მთისკენ მიდის. მთა ჩამქრალი ვულკანის ნაშთია. ამას ადასტურებს, რუხი, მოშავო ლავა და ანდეზიდ–ბაზალტის ქანები. ჩრთილოეთით კარგად ჩანს კავკასიონი, სამხრეთით ლალვარის მთები და მთის ფერდობზე შეფენილი სოფლები.
კიკეთიდან სამადლოს გავლით, წყნეთსა და თბილისში ფეხით შეიძლება ჩაისვა. კოჯრის ჩრდილო–აღმოსავლეთით კი ხშირად ფოთლოვან ტყეში გადის საურმე გზა, რომელიც უძოს მთისკენ მიემართება. გზის მარცხენა მხარეს ცივი წყაროა, რომელიც ზაფხულის ცხელ დეებში საგრძნობლად კლებულობს. უძოს მთა ზვის დონიდან 1419 მეტრის სიმალეზეა. მთის წვერზე აგებულია შუა საუკუნეების სამლოცველო. რომელიც უგუმბათო ეკლესიას წარომადგენს.
უძოდან თბილისისა და წყნეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება. კარგად ჩანს რუსთავის, მტკვრის ხეობა და გარდაბნის ველი. მოწმენდილ ამინდში კი მყინვარწვერი.

უძოს მთიდან წყნეთსა და წავკისში შეძლება ჩასვლა. ბილიკი მთწმინდის სერზეც ეშვება და პლატომდე ჩამოდის. გზის სიგრძე 7–8 კმ–ია/
პლატოზე მოქმედებდა კულტურისა და დასსვენების ოარკი, ამჟამად მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია, რომელიც თბილისს უკავშირდება ფუნიკულიორით, საჰაერო–საბაგირო გზით, აგრეთვე საცალფეხო ბილიკიტ, რომელიც ჩაუვლის მამადავითის ეკლესიას, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღ~ვაწეთა პანთეონს. ხელსაყრელ გეოგრაფიულ და კლიმატურ ფაქტორს ემატება ის ისტორიული ღირებულება, რომელიც კოჯორთან არის დაკავშირებული.

ქვაში დამარხული ისტორია . ქოროღლი ლეგენდა თუ რეალობა







იშვიათი გადასახედი გომბორის კალთებიდან თრიალეთის მწვერვალებამდინ. არმაზიდან ქვევით–ქვევით, სადამდისაც თვალი სწვდებოდა, ტატნობის ბოლოს ჩაწოლილი ჩალურჯო ზოლი. ასე აღწერს თავის ერთ–ერთ ისტორიულ რომანში ვასილ ბარნოვი ,, აზეულას" ანუ ,,ქოროღლის ციხის მიდამოებს.

ეს ისტორიული ციხესიმაგრე კოჯორში , თბილისიდან სამხრეთ ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
წარსულში თავისი სიდიადითა და მნიშვნელობით საკმაოდ ცნობილი ციხესიმაგრისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ძნელად მისადგომ საცალფეხო ბილიკზე ასვლა ყველას როდი შეუძლია, მაგრამ ციხეზე ასულს ულამაზესი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ, ქოროღლიდან მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოსჩანს ხელიგულივით


ქოროღლი და ზოგადად მისი მიდამოები მრავალსაუკონოვანი ისტორიის თვითმხილველია, უამრავი მითისა თუ რეალობის ამსახველი ისტორიული წყაროები ამტკიცებენ,რომ ნას ადრეულ საუკუნეებში ,, აგარათა ' ციხეს ხოლო შუასაუკუნეებისათვის ,,აზეულას' უწოდებდნენ. სახელწოდება ქოროღლი კი უფრო მოგვიანებით 18 საუკუნეებში გაჩნდა.
ამ ციხესიმაგრესთან უამრავი ისტორიული მოვლენა






გარდა ამისა მის სახელთან ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთი ტაგიკული





1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო რომელზეც საქარტველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეწდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პატრიოტმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს. იგი სამუდამოდ დაიმარხა და საიდუმლოდ დარჩება მომავალი თაობებისათვის, ისევე როგორც საიდუმლოდაა დარჩენილი ქოროღლის ციხის ისტორიის ამოუხსნელი დეტალები. რაც შეეხება ისტორიულ სინამდვილეს არსებობს კიდევ ქოროღლის ციხესთან დაკავშირებული ხალხური თქმულებებიც, თქმულება უძველეს ფოლკლორულ ჟანრს განეკუთვნება. იგი უმეტესწილად რეალისტური ხასიათისაა. ერთმანეთისაგან ანსხვავებენ თქმულებებს, რომლებსაც ეპოსის დონემდე მიუღწევიათ და თქმულებებს, რომლებშიც მოთხრობილია სხვადასხვა შინაარსის ამბები.
ანსხვავებენ ასევე ისტორიულ, ტოპონიმიკურ, საწესჩვეულებო, სოციალურ, ჰიდრონომულ, ეთნომიმიკურ, მუსიკალურ თქმულებებს.
თქმულება ქოროღლიზე კი რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა ტეპონიკური ხასიათისაა. იგი ამ ციხის სახელწოდების ისტორიას მოგვითხრობს და კოჯორში დიდმა თუ პატარამ, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ ზეპირად იცის.

თურმე ქოროღლი ერთ კაცს რქმევია, ეს კაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. აზერბაიჯანულად ქორ– ბრმას ნიშნავს. ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი ,,აზეულას" ანუ კოკრის ტყისათვის შეუფარებია, ამბობენ განდევნილად ცხოვრობდა, ახლოს არავის იკარებდაო და ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი მიუდგომელი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო უკიდეგანო უსასრულობაში.
საშიშროებასთან პირდაპირ შეხვედრა გმირის ბუნებითი მისწრაფებაა. მას სხვაგვარად არ შეუძლია და ვერც წარმოუდგენია ცხოვრება. ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანი ამაყია თავისი თავის იმედი აქვს. რაფიელ ერისთავიც თავის ლექსსში ,,ქოროღლი" – სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგვითხრობს და იმ ლეგენდას გვიამბობს, როდესაც შემოიღეს თოფის წამალი

ქოროღლი ( რ. ერისთავი)

ქოროღლი სახელგანთქმული მოდის და მიომღერისა
შეუპოვარსა ძლიერსა არ ეშინია მტერისა
წინ შეეჩეხა ვიღაცა , თოფი ჰკიდია მხარზედა,
არ მოერიდა ქოროღლის, ფეხი არ გადგა განზედა