იშვიათი გადასახედი გომბორის კალთებიდან თრიალეთის მწვერვალებამდინ. არმაზიდან ქვევით–ქვევით, სადამდისაც თვალი სწვდებოდა, ტატნობის ბოლოს ჩაწოლილი ჩალურჯო ზოლი. ასე აღწერს თავის ერთ–ერთ ისტორიულ რომანში ვასილ ბარნოვი ,, აზეულას" ანუ ,,ქოროღლის ციხის მიდამოებს.
ეს ისტორიული ციხესიმაგრე კოჯორში , თბილისიდან სამხრეთ ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
წარსულში თავისი სიდიადითა და მნიშვნელობით საკმაოდ ცნობილი ციხესიმაგრისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ძნელად მისადგომ საცალფეხო ბილიკზე ასვლა ყველას როდი შეუძლია, მაგრამ ციხეზე ასულს ულამაზესი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ, ქოროღლიდან მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოსჩანს ხელიგულივით
No comments:
Post a Comment