Thursday, February 26, 2009



საქართველო მდიდარია ულამაზესი ადგილებით, ერთ–ერთ ასეთ ადგილად მიმაჩნია ჩემი საყვარელი სოფელი კოჯორი, რომელიც თბილისის სამხ. დას, თრიალეთის ქედის განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1400მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კოჯრის მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი ტყით. აქ ხარობს: მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფლი, წიფელი, ცაცხვი, თელა

სამანქანო გზის სიგრძე თბილისიდან კოჯრამდე 18 კმ–ია, ქვეითად , მოკლეზე 7–8 კმ–ია.
კოჯრის კლიმატურმა პირობებმა და ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი საკურორტო მნიშვნელობა, აქ ჰავა ზომიერად სუბტროპიკულია, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 7.4 c. იანვრის საშ. ტემპერატურა 2,6ც , აბსოლუტური მინიმუმი 2,6 გრადუსია, აბსოლუტური მაქსიმუმი 33გრ ც მზის ნათების ხანგრძლივობაა 21.სთ, ნალექქბი 875. 88 წელიწადში. სამედიცინო ჩვენება : სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავედებანი ძვალ–სახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
გავცდებით თუ არა ლეღვთახევს იწყება კოჯრის გზა. სოფელ ოქროყანის განშტოებაზე ერთი გზა მთაწმინდის პლატოსკენ მიემართება, ხოლო მეორე გზა ხევის პირს გასდევს და აღმართს მიჰყვება. პირველი სოფელი, რომელიც გზაზე შეგხვდებათ, შინდისია მოპირდაპირე მხარეს კი მოჩანს სოფელი წავკისი, უძო და მისკენ მიმავალი ბილიკი. ბოლო სოფელი ტაბახმელაა, აქ შემორჩენილია ძველთძველი ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა 1568 წელს. ამ ადგილებში თურქეთის ფაშა ჰასანთან მომხდარა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც ქართლის მეფე სიმონის გამარჯვებით დამტავრებულა. კოჯრის დასავლეთით, ტყე–ტყე გზა მთისკენ მიდის. მთა ჩამქრალი ვულკანის ნაშთია. ამას ადასტურებს, რუხი, მოშავო ლავა და ანდეზიდ–ბაზალტის ქანები. ჩრთილოეთით კარგად ჩანს კავკასიონი, სამხრეთით ლალვარის მთები და მთის ფერდობზე შეფენილი სოფლები.
კიკეთიდან სამადლოს გავლით, წყნეთსა და თბილისში ფეხით შეიძლება ჩაისვა. კოჯრის ჩრდილო–აღმოსავლეთით კი ხშირად ფოთლოვან ტყეში გადის საურმე გზა, რომელიც უძოს მთისკენ მიემართება. გზის მარცხენა მხარეს ცივი წყაროა, რომელიც ზაფხულის ცხელ დეებში საგრძნობლად კლებულობს. უძოს მთა ზვის დონიდან 1419 მეტრის სიმალეზეა. მთის წვერზე აგებულია შუა საუკუნეების სამლოცველო. რომელიც უგუმბათო ეკლესიას წარომადგენს.
უძოდან თბილისისა და წყნეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება. კარგად ჩანს რუსთავის, მტკვრის ხეობა და გარდაბნის ველი. მოწმენდილ ამინდში კი მყინვარწვერი.

უძოს მთიდან წყნეთსა და წავკისში შეძლება ჩასვლა. ბილიკი მთწმინდის სერზეც ეშვება და პლატომდე ჩამოდის. გზის სიგრძე 7–8 კმ–ია/
პლატოზე მოქმედებდა კულტურისა და დასსვენების ოარკი, ამჟამად მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია, რომელიც თბილისს უკავშირდება ფუნიკულიორით, საჰაერო–საბაგირო გზით, აგრეთვე საცალფეხო ბილიკიტ, რომელიც ჩაუვლის მამადავითის ეკლესიას, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღ~ვაწეთა პანთეონს. ხელსაყრელ გეოგრაფიულ და კლიმატურ ფაქტორს ემატება ის ისტორიული ღირებულება, რომელიც კოჯორთან არის დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment